"ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე ამგვარად დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებსო" - ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის საინტერესო გამოხმაურება
ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე თვლის, რომ რაც თეთრ სახლში მოხდა, იყო ზელენსკისადმი ღია ზეწოლისა და პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა, თავისი შოუს ელემენტებით.
"ცნობილია, რომ ტრამპს უყვარს შოუები. მას ავტოკრატიული ტენდენციების ტიპის ლიდერებთანაც (ინგლისურად ე.წ. Strongman-ებთან) ადვილად გამოსდის საუბარი. მაგრამ იგი ევროპელებთან და დემოკრატიულ სამყაროსთან დამოკიდებულებაში უფრო ხისტია. თუმცა ის რაც ვიხილეთ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე იყო ზელენსკისადმი ღია ზეწოლისა და პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა თავისი შოუს ელემენტებით. ამით ტრამპი ცდილობდა ცალმხრივი კარნახის რეჟიმში წარმართულიყო მთელი პროცესები.
იგი თავს ისე წარმოაჩენდა, როგორც არა თავისუფალი სამყაროს ლიდერი, არამედ მბრძანებელი. გამოცდილი პოლიტიკოსები ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებს ამგვარადო.