მეუფე იაკობი: "საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, თუმცა რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან"

ლექსო ნოზაძე
Aa

ბოდბის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დიდ ხუთშაბათს ქადაგებისას ახალგაზრდებს მიმართა.

"ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, თუმცა რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან."

"აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ ქრისტეს საკმეს აკეტებ და სინამდვილეში ბარაბას საქმეს აკეთებდე. რუსულ სიტყვას ვიტყვი, ურა პატრიოტი იყო."

"ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, ეს იმიტომ, რომ კარგად ვიცხოვროთ და არა იმიტომ, რომ მონები ვიყოთ, რუსის მონობა სხვისი მონობით შევცვალოთ. ქართველი კაცი არასდროს გახდება მონა, ეს უნდა იცოდეს ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმაც და ჩინელმაც." - განაცხადა მეუფე იაკობმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები