მეტელკინა და ბერულავა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ

02-03-2025
გიორგი ზ.
Aa

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები ზედიზედ მეორედ გახდნენ.

საქართველოს წარმომადგენლებმა, მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილი დაიკავეს, ორი გამოსვლის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

მეორე ადგილზე უკრაინელები, სოფია ჰოლიშენკო და არტემ დარენსკი გავიდნენ, ხოლო მესამეზე – კანადელები, მარტინა არიანო კენტი და ჩარლი ლალიბერტ ლორანტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთეულთა შორის თავისუფალი პროგრამით ინგა გურგენიძემაც იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები