განგაში მთელ უკრაინაში - ეს ამ ომის 3 წლის მანძილზე ძალიან იშვიათად მომხდარა

07-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა შავი ზღვი­დან „კა­ლიბ­რის“ ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცაში Tu-95MS ბომბდამ­შე­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მა­უ­წყე­ბე­ლი გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ხარ­კო­ვის მერ­მა, იგორ ტე­რე­ხოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლაქ­ში დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექ­ტზე, შე­ნო­ბის ნან­გრე­ვე­ბი­დან ქალი ამო­იყ­ვა­ნეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ასე­ვე და­ზი­ან­და მიმ­დე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი.

ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლია ოთხი და­შა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ.

უკ­რა­ი­ნის და­ბომბვის გამო პო­ლო­ნეთ­მა ავი­ა­ცია გა­ა­აქ­ტი­უ­რა და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი ააფ­რი­ნა.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შორ მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი ავი­ა­ცი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის გამო, რო­მე­ლიც უტევს სა­მიზ­ნე­ებს, კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლეთ­ში, პო­ლო­ნურ­მა და მო­კავ­ში­რე­თა ავი­ა­ცი­ამ ჩვენს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ოპე­რი­რე­ბა და­ი­წყო. აფ­რე­ნილ იქნა მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბი, სახ­მე­ლე­თო სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­სა და სა­რა­და­რო დაზ­ვერ­ვის სის­ტე­მებ­მა მზად­ყოფ­ნის უმაღ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბას მი­აღ­წი­ეს“, - ნათ­ქვა­მია პო­ლო­ნე­თის ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები