რუსეთში, 8 მარტის აღსანიშნავად, უკრაინასთან ომში დაღუპული სამხედროების დედებს ხორცსაკეპი მანქანები აჩუქეს

07-03-2025
გიორგი ზ.
Aa

"ერთიანი რუსეთის" დეპუტატებმა, მურმანსკის ოლქში, 8 მარტის აღსანიშნავად, ომში დაღუპული სამხედროების დედებს ხორცსაკეპი მანქანები აჩუქეს და ფოტომასალაც ამის თაობაზე, თავადვე გაავრცელეს.

ერთ-ერთ ქალს კი მოგვიანებით ვიდეოც ჩააწერინეს, სადაც ის ამბობს, რომ სამზარეულოს ტექნიკა თავად მოითხოვა:

"დიდი მადლობა ერთიან რუსეთს საჩუქრებისთვის – ლამაზი თაიგულისთვის… ხორცსაკეპი მაჩუქეს. რაც, პრინციპში, მჭირდება. მე მინდოდა მეყიდა და დროულად მაჩუქეთ", - ამბობს ვიდეოში უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცის დედა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები