საგარეჯოს რამდენიმე სოფელში ვენახები დაისეტყვა
კახეთში ვენახები დაისეტყვა. ამის შესახებ კონკრეტულ ცნობებს საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, ყანდაურსა და ბადიაურში ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები დაისეტყვა.
სტიქიის შედეგად ასევე განადგურდა საუბნო გზები და რამდენიმე სახლიც.
მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამსახური უკვე აწარმოებს ზარალის აღრიცხვას.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები