"ძარცვის დღეს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული" - ბადრია ესებუას ახალი ჩვენება
ბადრი ესებუა ამბობს, რომ ბანკზე თავდასხმის დღეს სასაფლაოზე გაჰყვა მეზობელს, რომელიც ახლა გარდაცვლილია.
"21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. ქალაქში ვაპირებდი გასვლას, ჩავიცვი ტანსაცმელი, გავედი სახლიდან, გაჩერებაზე ველოდებოდი სამარშუტო ტაქსს, არ გამოიარა. გავიდა ნახევარ საათზე მეტი. ამ დროს მეზობელმა გამოიარა, სასაფლაოზე აპირებდა წასვლას, მასთანაც ვისაუბრე ცოტა ხანს. არც არაფერი გამოჩნდა წამსვლელი ქალაქისკენ და ჩემს მეზობელს გავყევი სასაფლაოზე.
დაახლოებით 2 საათი ვიყავით. ორივე დავბრუნდით სახლებში... ეგ მეზობელი ახლა ცოცხალი არ არის, სიმართლე რომ გითხრათ. სასაცილოა ეს, ცოცხალი რომ არაა ადამიანი?! სავარაუდოდ, დეკემბერში გარდაიცვალა, იმ წლის დეკემბერში, რა", - თქვა ესებუამ დღევანდელ ჩვენებაზე.
შეგახსენებთ, რომ მას 13 წელი მიუსაჯეს.