"მაგრად გაგეპარეთ ხო, როგორც მცველებს" - საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს, რა მისწერა მას ბომბარდირმა

21-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ერე­ვან­ში სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით, ან­გა­რი­შით 0-3 და­ა­მარ­ცხა.

მატ­ჩის 33-ე წუთ­ზე გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლის გა­და­ცე­მით ისარ­გებ­ლა და ან­გა­რი­ში გახ­სნა, მა­ლე­ვე, 37-ე წუთ­ზე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის პა­სით გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ ან­გა­რი­ში გა­ზარ­და.

59-ე წუთ­ზე მი­ქა­უ­ტა­ძემ ამ­ჯე­რად გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის პასი აქ­ცია გო­ლად, დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა და ან­გა­რი­ში 0-3 გახ­და. მატ­ჩის დარ­ჩე­ნილ წუ­თებ­ში ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვლი­ლა.

თა­მა­შის შემ­დეგ სპორ­ტუ­ლი ფე­ის­ბუქ გვერ­დი GeoTeam და მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი საბა სა­პა­ნა­ძე, მი­ქა­უ­ტა­ძის შე­სა­ხებ სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ას აქ­ვეყ­ნებს:

"გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე გა­მო­დის მატ­ჩის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ზო­ნა­ში... ის­მის ხმე­ბი, ჟორჟ, გთხოვთ გა­ჩერ­დი... ჩან­თა ეკე­თა, ავ­ტო­ბუს­ში ავალ, ჩან­თას დავ­დებ და დავ­ბრუნ­დე­ბი ახ­ლა­ვეო...ჟორ­ჟი მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა და მომ­დის მე­სი­ჯი", - წერს საბა და მი­ქა­უ­ტა­ძის­გან მი­ღე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"მაგ­რად გა­გე­პა­რეთ ხო, რო­გორც მცვე­ლებს", - წერს მი­ქა­უ­ტა­ძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები