მარნეულში მანქანა, რომელსაც პოლიცია აედევნა, ამობრუნდა
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ხიდზე გადაბრუნდა.
ფორმულას ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც პოლიცია აედევნა, მოცურდა და გადაბრუნდა.
სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლა საავარიო სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც პოლიციამ მას გაჩერებისკენ მოუწოდა.
ავტომობილის მძღოლმა გზა განაგრძო, რის შემდეგაც მან მანქანა ვერ დაიმორჩილა და მოუცურდა.
მანქანაში მყოფმა პირებმა პოლიციას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ავტომობილში მყოფი სამივე პირი დაკავებულია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები