უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
გამთენიისას, მიხეილ მაზანაშვილი, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომში დაიღუპა, სამშობლოში ჩამოასვენეს.
იგი პროფესიონალი სამხედო იყო, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში.
29 წლის მებრძოლი ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.
"30-ში ველაპარაკეთ ჩვენ, 31-ში გარდაიცვალა. ომში ჩართვის დღიდან ფიქრობდა, რომ იქ ბრძოლით საქართველოს თავისუფლებას დაიცავდა და ამას შეეწირა. იგი არამარტო ოჯახისთვის, არამედ ყველასთვის გმირია." - ამბობს მისი ოჯახის წევრი.
მიხეილ მაზანაშვილის ცხედარი წმინდა ნიკოლოზის ტაძარშია დასვენებული. მოგვიანებით კი გორში, მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები