ჟანრი ლოლაშვილი: "გალაკტიონი გენიალური აფერისტი იყო. არაყს წვერზე ისხამდა, რომ არ..."
მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი გადაცემა "გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში" პოეტ გალაკტიონ ტაბიძეზე საუბრობს და მის პიროვნებას სრულიად განსხვავებული კუთხით აფასებს.
"გალაკტიონი სვამდაო, ისე ლაპარაკობენ. არადა, ეს თვითონ აფერისტობდა. ბოლოს ისე აკეთებდა, არაყს წვერზე ისხამდა – ვითომ სვამდა, რომ არ მოეკლათ. იცოდა, როგორ გადარჩენილიყო. რამდენიმე საქმე იყო მასზე შედგენილი. ლექსების წერა რომ დაიწყო ლენინზე და სხვებზე, ეგეც იმ მიზნით, რომ თავი დაეღწია. გენიოსი იყო, მაგრამ გენიალური აფერისტი" - ამბობს ლოლაშვილი.
მსახიობის თქმით, გალაკტიონ ტაბიძე ხშირად იტყუებოდა კომაში ჩავარდნას, რაც მას ეხმარებოდა ფიზიკური განადგურებისგან თავის დაღწევაში.
"იცოდი რამდენჯერ იყო ვითომდა კომაში? ეგრე გადაირჩინა თავი. ტალახშიც წვებოდა. ბოლოს კი იფიქრეს - რას დავდევთ, თვითონ მოკვდებაო" - თქვა ლოლაშვილმა.