შეგახსენებთ პატარა ლოცვას, რომელიც პეტრე – პავლობის მარხვაში ყოველდღე უნდა წაიკითხოთ

გიორგი ამილახვარი
Aa
შეგახსენებთ პატარა ლოცვას, რომელიც პეტრე – პავლობის მარხვაში ყოველდღე უნდა წაიკითხოთ

ეს ლოცვა იკითხება პეტრე – პავლობის მარხვაში, ეცადეთ ყოველდღე წაიკითხოთ და მადლით ავივსოთ..

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში.

ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ

ასევე ვინაიდან პეტრე – პავლობის მარხვაა  და მარხვაში განსაკუთრებული ძალა აქ ლოცვას, ამიტომ ჯანმრთელობის, სავედრებელ, სამადლობელი პარაკლისისთვის ყველას შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი, რათა ლოცვით განვლოთ მარხვის დარჩენილი დღეები და მივიღოთ მადლი უფლისა


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები