ბომბი თბილისის სავაჭრო ცენტრებში? - აშშ-ს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

07-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa
ბომბი თბილისის სავაჭრო ცენტრებში? - აშშ-ს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში სამ სავაჭრო ობიექტში ბომბის შესაძლო საფრთხის შესახებ გაავრცელა გაფრთხილება. განცხადება საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საელჩოს ინფორმაციით, მათ ბომბის მუქარის შესახებ შეტყობინება შემდეგ სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით მიიღეს:

1. ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჩერილიძის ქუჩა

2. გალერია თბილისი – შოთა რუსთაველის გამზირი 2/4

3. თბილისის სავაჭრო ზონა (თბილისი მოლი) – დავით აღმაშენებლის გამზირი 16

საელჩოს უსაფრთხოების რეგიონული ოფისი ამერიკელ მოქალაქეებსა და საელჩოს თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ აღნიშნულ ადგილებში ვიზიტისგან, ვიდრე სიტუაცია საბოლოოდ არ გაირკვევა. განცხადებაში ასევე წერია, რომ საჭიროა ადგილობრივი ახალი ამბების თვალყურის დევნება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

ამ დროისთვის, განცხადებას საქართველოს შესაბამისი უწყებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) არ გამოხმაურებიან. 



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები