მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისშვილი ავრცელებს.
"უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი!
სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!".
ბესო მეგრელიშვილიშვილს არაერთ თეატრში აქვს ნამოღვაწარი. ასევე მას შესრულებული აქვს რამდენიმე კინოროლიც.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები