რა გახდა ბესო მეგრელიშვილის გარდაცვალების მიზეზი

11-04-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

დღეს დილით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მსახიობი ბესო მეგრელიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი დიმითრი ღვთისიაშვილი აღნიშნულ ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსახიოს წნევები აწუხებდა.

"22 აპრილს "ჭორიკანა ქალებში" უნდა ეთამაშა. რეპერტუარში სამი სპექტაკლი იყო მისი მონაწილეობით. 31 მარტს და 1 აპრილს ითამაშა, 180 ჰქონდა წნევა 31 მარტის სპექტაკლის წინ და ჩემს კაბინეტში იწვა. დავუწიეთ წნევა და ითამაშა. 4 აპრილს კი, "მე ვხედავ მზეზე" ვეღარ მოვიდა. დარეკა, მაღალი წნევა მაქვს, მაბარბაცებსო და დუბლიორი გამოვიძახეთ.

"მხოლოდ ამ სპექტაკლში ჰყავდა დუბლიორი. სულო ცოდვილო, ბოლომდე არ დავუჯერე, რადგან დუბლიორის იმედი ჰქონდა-მეთქი, ვიფიქრე, ეტყობა, თავს უფლება მისცა არ მოსულიყო-მეთქი. ვაფრთხილებდი, ხომ იცი, აღდგომა მოდის, სმისგან თავს გაუფრთხილდი, წნევებს არ უხდება, 22 აპრილს ვერ შეგცვლი და ფეხზე უნდა იყო-მეთქი. აღარ ვსვამ უკვეო, მითხრა.

მოკლედ, მის მეუღლეს, მსახიობ ეკა თვაურს ვესაუბრე. როგორც ჩანს, ამ მაღალი წნევების დროს იყო ინსულტის მაგვარი რამ, არ ჩააგდო, მაგრამ როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო და ინფარქტი განვითარდა." - განაცხადა ღვთისიაშვილმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები